KA
Residential house

The project was developed between II and III micro/districts of Didi Digomi in Tbilisi.

For the development of the urban environment of modern Tbilisi, architectural intervention in this place is a kind of challenge, because now this area is being actively developed, and the existing background is quite chaotic. In the peripheral zones, quite budgetary constructions are mainly carried out, and therefore much attention is not paid to the artistic-architectural appearance of the buildings, the quality of finishing, the ecological factor, etc. We want this project to be a precedent for raising the level of common construction and architectural standards in peripheral areas, which we think will be a healthy factor for the city and its society.

Our goal was to create a facility that would have more connection with nature and have a positive impact on the surrounding development. That is why the facade of the building is covered with environmentally friendly and sustainable natural bricks. The given solution of the facade, with a symmetrical grid structure, encloses the entire volume and creates a unified image. In a chaotic development, which is stylistically and volumetrically fragmented and collaged, it is necessary that each new architectural object be placed under a single cohesive concept and not increase the feeling of disorganization.

There are metal railings on all four sides of the facade, along the entire perimeter, and stained glass windows on an aluminum system are used to fill the openings. The multi-apartment residential building consists of 2 ground-level lower floors and 11 above-ground floors.

პროექტი დამუშავდა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, II და III მიკრო/რაიონს შორის.
თანამედროვე თბილისის ურბანული გარემოს განვითრებისათვის, ამ ადგილას არქიტექტურული ინტერვენცია ერთგვარი გამოწვევაა, რადგან ახლა ამ ტერიტორიის აქტიური განაშენიანება მიმდინარეობს, ხოლო არსებული ფონი საკმაოდ ქაოტურია. პერიფერიულ ზონებში ძირითადად საკმაოდ ბიუჯეტური მშენებლობები ხორციელდება და შესაბამისად დიდი ყურადღება არ ექცევა შენობების მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს, მოპირკეთების ხარისხს, ეკოლოგიურ ფაქტორს და ა.შ. გვსურს, რომ ეს პროექტი იყოს პრეცედენტი პერიფერიულ უბნებში საერთო სამშენებლო და არქიტექტურული სტანდარტის თამასის ასაწევად, რაც ვფიქრობთ, საერთო ჯამში, ქალაქისთვის და მის სოციუმისთვის გამაჯანსაღებელი ფაქტორი იქნება.
ჩვენი მიზანი იყო შექმნილიყო ობიექტი, რომელსაც მეტი კავშირი ექნებოდა ბუნებასთან და კარგ გავლენას მოახდენა მიმდებარე განაშენიანებაზე. სწორედ ამიტომ შენობის ფასადი მოპირკეთებულია ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ბუნებრივი აგურით. ფასადის მოცემული გადაწყვეტა, სიმეტრიული ბადისებრი სტრუქტურით კრავს მთლიან მოცულობას და ქმნის ერთიან სურათს. ქაოტურ განაშენიანებაში, რომელიც სტილისტურად და მოცულობითად ფრაგმენტული და კოლაჟურია, აუცილებელია თითოეული ახალი არქიტექტურული ობიექტი ერთიანი შეკრული კონცეფციის ქვეშ იყოს მოქცეული და არ აძლიერებდეს მოუწესრიგებლობის შეგრძნებას.
ფასადის ოთხივე მხარეს, მთელ პერიმეტრზე მოწყობილია ლითონის მოაჯირები და ღიობების შემავსებლად გამოყენებულია ალუმინის სისტემაზე მოწყობილი ვიტრაჟები. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შედგება 2 მიწის დონის ქვედა და 11 მიწისზედა სართულისგან.

Our service Architecture
Year 2022
Project status In progress
01 02
Our service Architecture
Year 2022
Project status In progress