KA
House in Artana

The project area is located in the village of Artana at the foot of the Caucasus mountains. This breathtaking view of the Caucasus became the landmark of a residential house. Our goal was to make the exterior as a part of the interior, so that the volume is towards the main entrance. There was arranged a verdant island in front of the building and a garage next to the house. On the rest of the Northern part of the territory there is vineyard.

The single-storey house is built of old bricks and wooden elements, while the roof was tiled. We have created a modern shape with an open courtyard in the center of it and spaces of various function. Our aim was to bring the new construction into harmony with the existing environment.

One of the main elements of the interior is the exterior, which intrudes into the house through the wooden windows and becomes an integral part of it. We should note the ceiling height, the lowest point of which is 4.5 meters and the highest one is 6.5 meters. Through a massive wooden door, we get in several interconnected spaces which are united by the view of the Caucasus mountains. The fireplace hanging from the ceiling separates the living room into two different types of resting zones. On the background of intense green and natural facing materials, there are some sharp colors, emphasized lighting and various elements of décor. The kitchen attracts a viewer’s attention with the shape and color of its façade. The viewer is more likely expecting brutality, but meets the mix of modern, straight and curved lines in the combination with natural materials, wood and stone. The dining room next to the kitchen is glazed and naturally decorated with different views. Accordingly, the focus is on the wooden dining table, chairs and the three brass lamps hung over them.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სოფელ ართანაში, კავკასიონის ქედის ძირას. სწორედ კავკასიონზე თვალწარმტაცი ხედი ავიღეთ საცხოვრებელი სახლის განთავსების ორიენტირად. ჩვენი მიზანი იყო, ექსტერიერი ინტერიერის ნაწილად გვექცია, რისი გათვალისწინებითაც მოცულობა მთავარი შემოსასვლელისკენ კუთხით არის მოტრიალებული. შენობის წინ მოეწყო გამწვანებული კუნძული, ხოლო სახლის მოსაზღვრედ - ავტოფარეხი. ტერიტორიის დანარჩენ ჩრ. ნაწილზე გაშენებულია ვაზი.

ერთსართულიანი სახლი აშენებულია ძველი აგურით და გამოყენებულია ხის ელემენტები, ხოლო გადახურვა მოეწყო კრამიტით. შეიქმნა თანამედროვე ფორმა, ცენტრში განთავსებული გახსნილი შიდა ეზოთი და მასზე გამავალი სხვადასხვა ფუნქციური სათავსებით. ჩვენი მიზანი იყო, ახალი მოცულობა ჰარმონიულად შერწყმულიყო არსებულ გარემოს.

ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს ექსტერიერი წარმოადგენს, რომელიც მთელი სიმაღლის ხის ფანჯრებით იჭრება სახლის სივრცეში და მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ამასთან, აღსანიშნავია ჭერის სიმაღლე, რომლის ყველაზე დაბალი წერტილი 4.5მ. - ია, ხოლო ყველაზე მაღალი - 6.5 მ. აგურის ყრუ ფასადზე შესასვლელი ხის მასიური კარით ერთდროულად ვხვდებით რამდენიმე ერთმანეთში გამავალ სივრცეში, რომელთა გამაერთიანებელი ინტერიერში აღბეჭდილი კავკასიონის ქედია. მისაღებ ოთახს ჭერიდან დაკიდებული ბუხარი ორ სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ ზონად ჰყოფს. ინტერიერში შემოსული ინტენსიური მწვანე ფერისა და გამოყენებული ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების ფონზე ჩნდება რამდენიმე მკვეთრი ფერი, აქცენტირებული განათება და სხვადასხვა დეკორის ელემენტები. სამზარეულო თავისი ფასადების ფორმითა და ფერით მნახველის ყურადღებას იქცევს. თითქოს, უფრო ბრუტალურის მოლოდინშია, მაგრამ ხვდება სრულიად თანამედროვე, სწორი და მრუდი ხაზების ერთობლიობა, ბუნებრივ მასალებთან ქვასა და ხესთან სიმბიოზში. სასადილო ოთახი სამზარეულოს მომიჯნავედ, სამი მხრიდან შემინულია და სხვადასხვა ხედით ბუნებრივად დეკორირებული. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხის სასადილო მაგიდაზე, სკამებსა და მასზე დაშვებულ სამ თითბერისფერ სანათზე.

Our service Architecture · Interior design
Year 2016
Location Village Artana / Kakheti region / Georgia
Area 400 Sqm
Project status Finished
Project team Nini Tchanturia / Luka Chaganava
Photographer Nick Paniashvili
Brands used Nemo / Midj / Ton / Gubi / Aparaci
01 02
Our service Architecture · Interior design
Year 2016
Location Village Artana / Kakheti region / Georgia
Area 400 Sqm
Project status Finished
Project team Nini Tchanturia / Luka Chaganava
Photographer Nick Paniashvili
Brands used Nemo / Midj / Ton / Gubi / Aparaci