Our architectural object is located in Kutaisi at the intersection of Tbilisi Street and Davit Agmashenebeli Square. It is the organic part of the square that plays a big role in the compositional arrangement of the square space. Given the importance of the place and the historic building, prioritizing was not difficult as most of the environment dictated. In this case, our function was to find the right accents and use the key elements purposefully. To get a rational architectural solution we considered several possible variations of the situation understanding, however we finally got the optimal balance between function and architectural-artistic value by combining existing and new architectural elements of the building. We filled in the functional gaps with new forms, with which we got full-fledged planning. The renovated building plays an important role in the overall structural integrity of the square.
ჩვენი საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქუთაისში, თბილისის ქუჩისა და დავით აღმაშენელის მოედნის კვეთაზე. იგი წარმოადგენს მოედნის ორგანულ ნაწილს, რომელიც მოედნის სივრცით კომპოზიციურ წყობაში დიდ როლს ასრულებს. ადგილისა და ისტორიული შენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე რთული არ იყო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რადგან მეტწილად ყველაფერი გარემომ გვიკარნახა. ამ შემთხვევაში ჩვენი ფუნქცია სწორი აქცენტების პოვნა და საკვანძო ელემენტების მიზანმიმართულად გამოყენება იყო. იმისთვის, რომ მივსულიყავით რაციონალურ არქიტექტურულ გადაწყვეტამდე სიტუაციის გააზრების რამდენიმე შესაძლო ვარიაცია განვიხილეთ, თუმცა საბოლოოდ ოპტიმალური ბალანსი ფუნქციასა და არქიტექტურულ-მხატვრულ ღირებულებას შორის მივიღეთ შენობის არსებული და ახალი არქიტექტურული ელემენტების შერწყმით. ახალი ფორმებით შევავსეთ ფუნქციური ნაკლოვანებები, რომელითაც სრულფასოვანი გეგმარება მივიღეთ. განახლებული შენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოედნის საერთო სტრუქტურულ მთლიანობაში.