Kutaisi has enormous potential for urban development, which is conditioned by its historical foundation and intangible resources. However, it’s essential to clearly determine the overall strategic vision of Kutaisi as a city, and the steps that need to be taken to move to a new stage of development.
Therefore, while working on the project of the first skyscraper in Kutaisi, we studied the territorial units of the city, including their existing connection and microclimate, which is determined by many urban and sociological factors.
The project area is located in the central part of the city, on the edge of the "Museum City", in the area where three district borders cross. This area is a kind of geometric axis of Kutaisi, which is located on the imaginary border between the city center and the periphery.
The hotel project includes the development plan for its surrounding environment, which is extremely necessary and significant for Kutaisi in the long term. Located next to the project area is the central, key element of the project - Davit Aghmashenebeli square. Today, the court is surrounded by almost non-functional or mono-functional plots of land and buildings, so the space is only a conduit for traffic. While working on the project of Radisson Kutaisi, activating and humanizing the area of the square was a goal for our team. Therefore, according to the updated general plan, traffic flows will be reduced and, without gross interference, the court will return to its historical function - it will again become a space for gatherings and various public events.
The project area borders the railway station, which in the past played an important role in establishing Kutaisi as a functional center of Western Georgia. Unfortunately, today this station and the railway have a very insignificant influence on the life of the city.
Returning to the function of the station can give square significance for both the city and the region. By using the already existing railway infrastructure, in connection with the airport and Rioni station, it is possible to make Kutaisi the gateway to Europe, to connect the university to the city center, to use the dormant potential of the station square, to humanize it.
One of the bordering areas of Kutaisi Radisson includes the space of the former swimming pool, where a multifunctional residential complex will be built according to the project. The building also includes commercial, office, medical, and recreational spaces. According to the concept of the project, the object will become a symbolic landmark for the existing environment and will diversify the surrounding urban habitat.
ქუთაისს ურბანული განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რასაც მისი ისტორიული საფუძველი და არამატერიალური რესურსები უწყობს ხელს. თუმცა, დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია კარგად განისაზღვროს, თუ რა საერთო სტრატეგიული ხედვის ნაწილია ქუთაისი, როგორც ქალაქი, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და რა თანხვედრაშია მატერიალური და არამატერიალური რესურსი მისი განვითარების გეგმასთან.
აქედან გამომდინარე, ქუთაისში პირველი ცათამბჯენის პროექტზე მუშაობისას განვიხილეთ ქალაქის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული ერთეულები, მათ შორის არსებული კავშირი და მიკროკლიმატი, რომელიც მრავალი ურბანული და სოციოლოგიური ფაქტორითაა განპირობებული.
საპროექტო ტერიტორია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, “ქალაქი მუზეუმის” მიჯნაზე მდებარეობს, სამი რაიონული საზღვრის გადაკვეთის არეალში. ეს ტერიტორია ქუთაისის ერთგვარი გეომეტრიული ღერძია, რომელიც ქალაქის ცენტრისა და პერიფერიის წარმოსახვით საზღვარზე მდებარეობს.
სასტუმროს პროექტი მოიცავს მისი მიმდებარე გარემოს განვითარების გეგმასაც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქუთაისისთვის უკიდურესად საჭირო და მნიშვნელოვანია. პროექტის ცენტრალური, საკვანძო ელემენტი მეზობლად მდებარე დავით აღმაშენებლის მოედანია. მოედანი დღესდღეობით თითქმის უფუნქციო ან მონოფუნქციური მიწის ნაკვეთებითა და შენობებითაა გარშემორტყმული, ამიტომ სივრცე მხოლოდ საავტომობილო ნაკადის გამტარია. მოედნის ტერიტორიის გააქტიურება და ჰუმანიზაცია რედისონ ქუთაისის პროექტზე მუშაობისას ჩვენი გუნდის სურვილი იყო, ამიტომ განახლებული გენერალური გეგმის მიხედვით შემცირდება სატრანსპორტო ნაკადები და უხეში ჩარევის გარეშე, მოედანს დაუბრუნდება ისტორიული ფუნქცია - კვლავ გახდება ხალხის თავშეყრისა და სხვადასხვა საჯარო ღონისძიების სივრცე.
საპროექტო ტერიტორია ესაზღვრება რკინიგზის სადგურს, რომელიც წარსულში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქუთაისის, როგორც დასავლეთ საქართველოს ფუნქციურ ცენტრად ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, დღეს ამ სადგურსა და რკინიგზას ძალიან უმნიშვნელო გავლენა აქვს ქალაქის ცხოვრებაში.
სადგურის ფუნქციის დაბრუნებამ მოედანს შეუძლია როგორც საქალაქო, ასევე რეგიონალური მასშტაბი შესძინოს. უკვე არსებული რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აეროპორტისა და რიონის სადგურთან დაკავშირებით, შესაძლებელია ქუთაისი მართლაც ევროპის კარიბჭე გახდეს, უნივერსიტეტი დაუკავშირდეს ქალაქის ცენტრს, მოხდეს სადგურის მოედნის მიძინებული პოტენციალის გამოყენება, მისი ჰუმანიზაცია.
ქუთაისის რედისონის ერთ-ერთი მოსაზღვრე არეალი ყოფილი საცურაო აუზის სივრცესაც მოიცავს, სადაც პროექტის მიხედვით აშენდება მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი. შენობა ასევე მოიცავს კომერციულ, საოფისე, გამასაჯანსაღებელ და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტის კონცეფციით, ობიექტი არსებული გარემოსათვის ერთგვარი სიმბოლური ნიშანსვეტი გახდება და მიმდებარე ურბანულ გარემოს გაამრავალფეროვნებს.
შედეგად, საპროექტო ობიექტის სამშენებლო ხარისხი და არქიტექტურული ღირებულებები აღნიშნული ტერიტორიის შემდგომ განვითრებაზე პოზიტიურად იმოქმედებს. საცხოვრებელი კომპლექსის ვერტიკალური განვითარება უზრუნველყოფს ქალაქის საერთო სიმჭიდროვის დაბალანსებას და ადამიანებისათვის პრიორიტეტული მიწისპირა განაშენიანების შემსუბუქებას.