The space that captures you, the place where you lose the sense of time, the atmosphere that makes you calm, it’s Vineria, wine cellar in the central part of Old Tbilisi. From a chaotic, busy street we suddenly get into the space that is completely isolated from the city, street, people, noise, and creates its own world. Prior to the renovation works, there was the abandoned basement with honed walls, remains of old coverings and a lot of useless items. However, the potential of this space was noticeable from the very beginning. Our goal was to create a place, which would make anyone feel comfortable, release from the daily load and get an opportunity of rest.
From stairs, we see the green wall (with plants) and in front of it - the rock with the function of receptionist's table. The height of the ceiling has enabled us to make mezzanine, with the tasting area placed on it, under which there are the shelves of wine and strong alcoholic drinks and the zone for cisterns. In the same part there is the Georgian space with traditional attributes and decorations associated with wine. The visitor can bake bread Lavashi by his hands, make Churchkhela and see the traditional accessories used for making wine: Kvevri, Satsnakheli and others. Taking into consideration that there is a high ceiling, we covered the wall with two traditional Georgian carpets; we think that with the carpets this zone has become more distinctive. The stairs of mezzanine and the above-mentioned space are separated by the glass, which allows the guest to view it from different sides.
The thing that brings together the interior, we believe, is the central space, of which two perpendicular walls from floor to ceiling are covered by a wooden shelf that we created for special wine bottles. In front of them, there is the first table of olfactory tasting in Georgia. There are two more spaces on this zone: a little library, a lecture/conference space. It should be noted that Vineria is a small museum too, because in the central part on the island, created by metal and glass convoys, there are preserved an ancient wine tableware and accessories found during archaeological works at various times in Georgia.
The harmonic connection between these materials creates the right mood, emotions, which fills us and impresses us.
სივრცე, რომელიც გატყვევებს, ადგილი, სადაც ვერ გრძნობ დროს, გარემო, რომელიც გამშვიდებს. ეს ვინერიაა, ღვინის სარდაფი ძველი თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ქაოსური, დატვირთული ქუჩიდან მოულოდნელად ვხვდებით სივრცეში, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია ქალაქს, ქუჩას, ხალხს, ხმაურს და ქმნის საკუთარ სამყაროს. სამუშაოების დაწყებამდე ეს იყო მიტოვებული სარდაფი, გალესილი კედლებით, ალაგ-ალაგ შემორჩენილი ძველი მოპირკეთებებით და სავსე ბევრი უსარგებლო ნივთით. თუმცა, თავიდანვე შესამჩნევი იყო ამ სივრცის უსაზღვრო პოტენციალი. მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა გარემო, რომელიც აქ მომსვლელს თავს კომფორტულად აგრძნობინებდა, მისცემდა განტვირთვისა და ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის საშუალებას.
კიბეზე ჩასვლისას პირდაპირ ვხედავთ გამწვანებულ კედელსა და მის წინ მოთავსებულ დიდ ლოდს, რომელიც მიმღების მაგიდის ფუნქციით გამოვიყენეთ. არსებული ჭერის სიმაღლემ საშუალება მოგვცა, მოგვეწყო ანტრესოლი, რომელზეც განთავსდა სადეგუსტაციო სივრცე, მის ქვეშ კი ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების თაროები და ცისტერნებისთვის განკუთვნილი ზონა. ამავე ნაწილშია ქართული სივრცე, ღვინოსთან ასოცირებული სხვადასხვა ატრიბუტიკითა და დეკორაციით. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია, თავისი ხელით გამოაცხოს პური თონეში, ამოავლოს ჩურჩხელა, ნახოს ღვინის დასაწური ტრადიციული აქსესუსარები, ქვევრი, საწნახელი და სხვა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სივრცეში მაღალი ჭერია, საწნახელის კედელი ძველი ქართული ტრადიციული ორნამენტების მქონე ორი ხალიჩით შევავსეთ, რამაც კიდევ უფრო სახასიათო გახადა ეს ზონა. ანტრესოლზე ამავალ კიბესა და აღნიშნულ სივრცეს შუშის ტიხარი ჰყოფს, რაც საშუალებას აძლევს სტუმარს იგი სხვა რაკურსითაც აღიქვას.ინტერიერის შემკვრელი და გამაერთიანებელი, ვფიქრობთ, ცენტრალური სივრცეა, რომლის ორი მართობული კედელი - იატაკიდან ჭერამდე დაფარულია ჩვენ მიერ შექმნილი ხის თაროებით, რომლებიც განსაკუთრებული ღვინის ბოთლებისთვის არის განკუთვნილი. მათ წინ განთავსდა საქართველოში პირველი ყნოსვით დეგუსტაციის მაგიდა. ამ ზონას ებმის კიდევ ორი სივრცე: მცირე ენოთეკა და ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვინერია მცირე მუზეუმიცაა, ვინაიდან ცენტრალურ ნაწილში ლითონისა და შუშის კოლონებისგან შექმნილ კუნძულზე დაცულია საქართველოში სხვადასხვა დროს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ღვინის ჭურჭელი და აქსესუარები.
ინტერიერში გამოყენებული მასალების ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა ქმნის შესაბამის განწყობას, ბადებს ემოციას, რომელიც გავსებს და ახდენს შთაბეჭდილებას, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მნახველის მეხსიერებაში.