The skyscraper project is envisioned as a sculptural landmark, intended to redefine the city skyline. However, achieving this vision poses numerous challenges. Addressing these challenges head-on and finding creative solutions are crucial steps in realizing our goal of creating a defining icon for the city.
To mitigate the discomfort caused by the city’s perceived uniformity of large volumes, the design team has strategically integrated vibrant and functional spaces at the building's base. Emphasizing public engagement, particularly through sports and health facilities, serves to foster a dynamic and inviting atmosphere, enhancing human interaction with the structure.
Within the framework of the project, the sports university is being integrated with the given complex. In terms of urban planning, this part of the city is developed as a kind of sports center of the city (it is no coincidence that the Mikheil Meskhi National Stadium and the Sports Institute are located so close to each other) This fact was a natural indication of what should be one of the main functional focuses in the base of the building, along with other commercial spaces. This initiative aims to enhance visibility and cultivate strong community ties with all city residents. By integrating the sports university and adjacent stadiums within its complex, the base of the skyscraper aims to organically integrate into the city fabric through its emphasis on sports and health functions.
The volume of the skyscraper itself turned out to be a very responsible task, because one cannot avoid the effects that this building will have on the overall perception of the city. It will certainly integrate deeply into the city's skyline. Throughout the design process, extensive simulations from various viewpoints were conducted to accurately gauge its future impact on the cityscape. Following the simulations, we focused on key viewing angles to inform the architectural design of the skyscraper's volume. The decision to make the floor dimensions of the skyscraper square was driven by the desire for a uniform visual perception from all sides and angles. This approach ensures that the building maintains a balanced appearance, avoiding the impression of dominating the skyline excessively amidst the already dense construction in Tbilisi. The skyscraper volume features distinct compositional breaks. The first break aligns its height with surrounding developments, accommodating office and residential floors. The second break serves as a necessary compositional element within the expansive volume, creating a dynamic architectural composition.
The highest part of the building consists of 44 floors, which is 180 m above the ground level, thus occupying the status of the highest building in the capital. All technical and communication shafts are centralized within the building core, while spaces dedicated to various functions are distributed around the perimeter of the core. Additionally, the complex includes underground parking facilities, 11 elevators, and 3 staircases connecting the floors.
One of the primary architectural features distinguishing the building is its facade, which combines both compositional and structural elements. A key aspect contributing to the unified character of the building is its double ventilated facade design. The use of a double ventilated facade represents an innovative approach in Georgia. It features two layers of glass with a space between them that serves as a barrier against extreme temperatures, wind, and noise. This design not only enhances thermal and acoustic insulation but also contributes to the building's sustainability by improving energy efficiency and indoor comfort levels. From an aesthetic standpoint, the geometric structure of the facade seamlessly integrates the base with the upper part of the building, maintaining its overall integrity. Additionally, it's noteworthy that the building's roofs will be fully greened, creating extensive green surfaces nearly equivalent to the project's plot size.
We are hopeful that our efforts to align the building with the city's social, urban planning, and cultural needs will succeed, integrating it organically and making it a worthy addition to Tbilisi's skyline and urban landscape.
ცათამბჯენი ქალაქისთვის სკულპტურული მანიშნებლის შექმნას მოიაზრებს. მსგავს მოცემულობას, რის წინაშეც საპროექტო ჯგუფი დადგა, ბევრი პრობლემური მხარე აქვს, რისი გადაჭრის გზების ძიებაც მთავარი წარმმართველი ხატის ჩამოყალიბების ძირითადი პირობებია.
ადამიანებისთვის მსგავსი ტიპის მოცულობების გაჩენა ქალაქში, ყოველთვის შორეული, “არა-მისთვის-განკუთვნილი”, განყენებულობის შეგრძნების მომგვრელია. ამ გარდაუვალ მოცემულობასთან შემხვედრი ნაბიჯი საპროექტო გუნდის მხრიდან შენობის ბაზაში (რაც ადამიანურ მასშტაბში შენობასთან შემხებლობის მთავარი მედიატორია) საჯაროობით გაჯერებული ფუნქციური დატვირთვების გაჩენა იყო. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი სპორტულ გამაჯანსაღებელ ფუნქციებზე დაისვა, რაც ასევე არაა შემთხვევითი.
პროექტის ფარგლებში ხდება სპორტის უნივერსიტეტის ინტეგრაცია მოცემულ კომპლექსთან. ქალაქგეგმარებითად კი ქალაქის ეს ნაწილი განაშენიანებულია, როგორც ქალაქის ერთგვარი სპორტული ცენტრი (შემთხვევითი არაა რომ მიხეილ მესხის სახელობის ეროვნული სტადიონი და სპორტის ინსტიტუტი ასე ახლოსაა განთავსებული ერთმანეთთან) ეს მოცემულობა ბუნებრივი მანიშნებელი იყო, თუ რაზე უნდა დასმულიყო შენობის ბაზაში ერთ-ერთი მთავარი ფუნქციური აქცენტი, სხვა კომერციულ სივრცეებთან ერთად. ეს გადაწყვეტა მეტი საჯაროობის და ქალაქის ნებისმიერ მკვიდრთან დამეგობრების მცდელობაა. სპორტის უნივერსიტეტთან და მის კომპლექსში განთავსებულ სტადიონებთან განთავსებით ცათამბჯენის ბაზა თავისი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებით ქალაქის ამ ქსოვილში ორგანულ ნაწილად ჩაწერას ცდილობს.
უშუალოდ ცათამბჯენის მოცულობა მეტად საპასუხისმგებლო დავალება გამოდგა, რადგან თვალს ვერ ავარიდებთ იმ გავლენებს, რასაც ეს შენობა იქონიებს ქალაქის ერთიან აღქმაზე. ის აუცილებლად მისი სქაილაინის განუყოფელი ნაწილი გახდება. ესკიზზე მუშაობისას ჩავატარეთ უამრავი კვლევა სიმულაციების სახით ქალაქის სხვადასხვა ხედიდან, სამომავლო მოცულობაზე დასაკვირვებლად. ამის შემდეგ დავედით რამდენიმე მნიშვნელოვან დამზერის კუთხემდე და ამ პერსპექტივიდან დავიწყეთ მოცულობის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე ფიქრი. ცათამბჯენის სართულის გაბარიტი კვადრატულია, რაც განაპირობა მისწრაფებამ, რომ ნებისმიერი მხრიდან და მზერისას მას ჰქონოდა ერთნარი გაბარიტული აღქმა, რადგან თუ შენობის სიგრძე, სიგანეზე მეტი იქნებოდა, სხვადასხვა კუთხიდან დამზერისას შენობა ცის დიდ ნაწილს შეჭამდა, რომელიც ისედაც ასე იკვეცება თბილისში მიმდინარე ჭარბი მშენებლობებით. ცათამბჯენის მოცულობას რამდენიმე კომპოზიციური პაუზა აქვს. პირველით ის მიმდებარე განაშენიანების სიმაღლეს ემთხვევა და ასევე მიჯნავს საოფისე და საცხოვრებელ სართულებს, ხოლო მეორე ამოსუნთქვამ მოცულობაში სუფთად კომპოზიციურ აუცილებლობად იჩინა თავი.
უშუალოდ შენობის მაღლივი ნაწილი 44 სართულისგან შედგება, რაც მიწის ნიშნულიდან სიმაღლეში 180მ. შეადგენს, რითაც დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუს იკავებს. შენობის ბირთვში მოთავსებულია ყველა ტექნიკური და საკომუნიკაციო შახტები, ხოლო წრიულად პერიმეტრზე, ბირთვის გარშემო, გადანაწილებულია სხვადასხვა ფუნქციის მქონე სივრცეები.კომპლექსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომები, 11 ლიფტი და სართულებთან დამაკავშირებელი 3 კიბის უჯრედი.
შენობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული განმასხვავებელი ღირებულება მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტაა, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამაც შენობის სტრუქტურირებულად ერთიანი ხასიათი შექმნა, არის მისი ორმაგი ვენტილირებადი ფასადი. ორმაგი ვენტილირებადი ფასადის გამოყენება, საქართველოს მასშტაბით ინოვაციური სვლაა, იგი შუშის ორი შრისგან შედგება, მათ შორის მედიალური სივრცე კი მუშაობს როგორც ბარიერი ექსტრემალურ ტემპერატურაზე, ქარზე და ხმაურზე. ამ მასშტაბის შენობებისთვის კი ასეთი ენერგოეფექტური გადაწყვეტა აუცილებლობასაც კი წარმოადგენს, რათა არ მოხდეს რესურსების გადახარჯვა. ესთეტიკური თვალსაზრისით ფასადის ამგვარი სტრუქტურა თავისი გეომეტრიით აკავშირებს შენობის ბაზას მაღლივ ნაწილთან და ინარჩუნებს შენობის მთლიანობას. ამასთანავე აღსანიშნავია რომ შენობის სახურავები მთლიანად გამწვანდება, შესაბამისად მივიღებთ თითქმის საპროექტო ნაკვეთის ზომის გამწვანებულ ზედაპირებს.
ვიმედოვნებთ ჩვენი მცდელობები, შენობა პასუხობდეს ქალაქის სოციალურ, ქალაქგეგმარებით და კულტურულ აუცილებლობებს შედეგს გამოიღებს და ის თბილისის ჰორიზონტის და ურბანული ქსოვილის ორგანული, ღირსეული ნაწილი გახდება.