The project area is located on the slopes of Mtatsminda, in one of the historical districts of Tbilisi - Sololaki. Chitadze Street is on a rather steep slope - this circumstance gives it a characteristic look. Although its appearance, after the 2000s, has been significantly changed by rough architectural interventions, it has not yet lost its unique charm.
Creating a 5 storey hotel between two high-rise residential buildings certainly presents an interesting architectural challenge. Balancing the aesthetic and functional aspects while fitting into the existing urban landscape would be crucial.
This urban pause is complemented by the transparent, light, sail-like plane of the project building. It is a layer of glass attached to a metal substructure, the outer part of the double ventilated facade of the building. It has several geometric breaks, which gives it a sculptural look and at the same time creates the illusion of movement. The dynamism of the facade is inspired by the classical cultural heritage monument located at 10 Chitadze Street, across from the project area, whose placement facing the street creates a unique experience.
The internal, main facade of the project building is covered with wooden material. Behind the layer of glass, the wooden warm toned balconies are a kind of modern replica of the glass-band loggias of Tbilisi. The geometry, material and structural details of the facade are essentially the bearer of modern architectural language, because we think every building should speak of its time.
საპროექტო ტერიტორია მთაწმინდის კალთაზე, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში-სოლოლაკში მდებარეობს. ჩიტაძის ქუჩა საკმაოდ ციცაბო დაღმართზეა-ეს გარემოება მას სახასიათო იერს სძენს. მართალია მისი იერსახე, 2000-იანი წლების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეცვალა უხეშმა არქიტექტურულმა ჩარევებმა, თუმცა მას ერთიანი ხიბლი ჯერ არ დაუკარგავს.
საპროექტო მოცემულობა გულისხმობს 5 სართულიანი სასტუმროს შექმნას. ტერიტორია 2 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს შორისაა მოქცეული. ამ ურბანულ პაუზას საპროექტო შენობის გამჭვირვალე, მსუბუქი, იალქნისებრი სიბრტყე ავსებს. ეს ლითონის ქვეკონსტრუქციაზე აკინძული შუშის შრე, შენობის ორმაგი ვენტილირებადი ფასადის გარე ნაწილია. მას გეომეტრიულად რამდენიმე ტეხვა აქვს, რაც სკულპტურულ იერს ანიჭებს და ამავდროულად მოძრაობის ილუზიას ქმნის. ფასადის დინამიურობა ინსპირირებულია ჩიტაძის 10 ნომერში, საპროექტო ტერიტორიის მოპირდაპირედ მდებარე, კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან, რომლის ქუჩის მიმართ დამრეცი განთავსება უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. საპროექტო შენობის შიდა, ძირითადი ფასადი ხის მასალითაა მოპირკეთებული. შუშის შრის მიღმა ხის თბილი ტონალობის აივნები ერთგვარი თბილისური შუშაბანდიანი ლოჯიების თანამედროვე რეპლიკაა. ფასადის გეომეტია, მასალა და სტრუქტურული დეტალები არსებითად თანამედროვე არქიტექტურული ენის მატარებელია, რადგან ვფიქრობთ ყველა შენობა თავის დროზე უნდა საუბრობდეს.