KA
Residential house

This multi-family housing project is located in the immediate vicinity of the Digomi floodplain. The urban environment in the area is under active development and lacks an established character.
As the surrounding area lacks structured recreational areas, the main objective in locating the building on the site was to provide as much space as possible for an internal courtyard isolated from the main road and to make the path leading to the flats an interesting experience for the residents.
The volume of the building is divided into 2 blocks, with the main living space stretched between 4 monumental walls. They are connected by two-storey communal terraces located with one-floor interval. We believe that this intermediate, transitional space provides a breathing space. We hope that the communal terraces will encourage a healthy coexistence between the occupants of the flats.
The materials chosen are eco-friendly: glazed ceramic tiles, cast reinforced mosaic-type tiles, natural dacite stone, and door and window openings arranged in a wooden sliding system.
We believe that this design solution will contribute to a healthy urban fabric, and that this urban environment will, in turn, contribute to the proper development of the urban organism.

მოცემული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი მდებარობს დიღმის ჭალების მიმდებარედ. ურბანული გარემო მოცემულ ტერიტორიაზე აქტიური განვითარების ფაზაშია და არ აქვს ჩამოყალიბებული სახასიათო სახე.
რადგან მიმდებარედ ინფრასტრუქტურულად გამართული სარეკრეაციო ზონების ნაკლებობაა, შენობის მიწის ნაკვეთზე განთავსებისას მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალურად დიდი ფართი დაგვეთმო მთავარი გზიდან იზოლირებული შიდა ეზოსთვის და მაცხოვრებლებისთვის ბინებში მოსახვედრად გასავლელი გზა საინტერესო გამოცდილება ყოფილიყო.
შენობის მოცულობა გაყოფილია 2 ბლოკად, მთავარი საცხოვრებელი მოცულობა 4 მონუმენტურ კედელს შორისაა გაჭიმული. მათ შორის დამაკაშირებლად ყოველი სართულის გამოტოვებით ჩნდება 2 სართულის სიმაღლის საერთო მოხმარების ტერასები. ვფიქრობთ ეს შუალედური, ტრანზიტული სივრცე ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა; ვიმედოვნებთ, რომ საერთო მოხმარების ტერასები წაახალისებს ბინის ბინადრებს შორის თანაცხოვრებისთვის ჯანსაღ გარემოს.
შერჩეული მოსაპირკეთებლი მასალები ეკოლოგიურად სუფთაა: მოჭიქული კერამიკული ფილები, მოზაიკის ტიპის სხმული არმირეული ფილები, ბუნებრივი დაციტის ქვა, ხის სასრიალო სისტემაზე მოწყობილი ღიობის შემავსებელი კარ-ფანჯარა.
ვფიქრობთ, პრეოქტის ასეთი გადაწყვეტა ჯანსაღი ურბანული ქსოვილის ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი იქნება, ასეთი ურბანული გარემო კი თავისმხრივ ქალაქის ორგანიზმის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს.

Our service Architecture
Year 2022
Project status In progress
01 02
Our service Architecture
Year 2022
Project status In progress