The renovation and development process of the old film studio building and its surrounding area, located on Agmashenebeli Avenue in Tbilisi, has entered an active phase. Due to the cultural and historical importance of the film studio building, an architectural competition was announced, which was conducted by the construction management company "LSG Solutions". The project presented by NS Studio took the second place.
The project assignment was aimed to developing a multifunctional complex project. One of the key issues was the adaptation of the film studio building to the location of the project area with its multi-layered, urban fabric complex. The building of the film studio is a monument of cultural heritage, the volumetric and ornamental solutions are inspired by historical Georgian architecture, which is integrated into the building with a qualitatively new function. Considering that, under the Soviet regime, everything national was moved to the background, such works could be quite an important reminder to awaken national self-consciousness. Therefore, maintaining the film studio in its current form and restoring all the details that have been damaged, whether in the facade or in the structural part, is an urgent necessity.
While developing the architectural concept, we decided that the relationship between the existing building of the film studio and the new volume should be contrasting. The new part had to speak qualitatively in a modern architectural language, so as not to go beyond the expression of the old building and emphasize its "zeitgeist" (spirit of time)
The project conditions dictated the development of the building height. We rejected the concept of a skyscraper and tried to make the building minimal in height. Because we think that the skyscraper would actually overshadow the building of the film studio and make it impossible for the general complex to have a welcoming atmosphere for people. Buildings of this type of scale often cause alienation among city residents. We tried to base the composition of the building and the choice of finishing materials on the integration of the environment.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. კინოსტუდიის შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოცხადდა არქიტექტურული კონკურსი, რომელიც წარმართა მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია „LSG Solutions“-მა. NS Studio-ს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა კი მეორე ადგილი დაიკავა.
საპროექტო მოცემულობა მიზნად ისახავდა მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შემუშავებას. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კი საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ კინოსტუდიის შენობასთან და კომპლექსურ, მრავალშრიან, ურბანულ ქსოვილთან ადაპტაცია იყო. კინოსტუდიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი მოცულობითი თუ ორნამენტული გადაწყვეტები ისტორიული, ქართული ხუროთმოძღვრებით არის ინსპირირებული, რაც თვისობრივად ახალი ფუნქციის მქონე შენობაშია ინტეგრირებული. იმის ფონზე, რომ საბჭოთა რეჟიმის პირობებში ყველაფერი ეროვნული უკანა პლანზე იყო გადატანილი, მსგავსი ნამუშევრები საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხსენება შეიძლება ყოფილიყო ეროვნული თვითშეგნების გასაღვიძებლად. შესაბამისად კინოსტუდიის არსებული სახით შენარჩუნება და ყველა იმ დეტალის რესტავრაცია რაც დაზიანებულია, ფასადისა თუ სტრუქტურულ ნაწილში, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისას, გადავწყვიტეთ, რომ მიმართება კინოსტუდიის არსებულ შენობასა და ახალ მოცულობას შორის კონტრასტული ხასიათის ყოფილიყო. ახალ ნაწილს თვისობრივად თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე უნდა ესაუბრა, რათა არ შესცილებოდა ძველი შენობის გამომსახველობას და ხაზი გაესვა მის „ზაითგაისთზე“ (დროის სული)
საპროექტო მოცემულობა შენობის სიმაღლეში განვითარებას გვკარნახობდა. ჩვენ უარი ვთქვით ცათამბრჯენის კონცეფციაზე და ვეცადეთ შენობა მინიმალურად წასულიყო სიმაღლეში, რადგან ვფიქრობთ, რომ ცათამბრჯენი არსით დაჩრდილავდა კინოსტუდიის შენობას და საერთო კომპლექსისთვის შუძლებელს გახდიდა ადამიანისთვის ახლობელი განწყობა ჰქონოდა. მსგავსი მასშტაბის შენობები ხშირ შემთხვევაში გაუცხოებას იწვევს ქალაქის მაცხოვრებლებში. შენობის კომპოზიცია და მოსაპირკეთებელი მასალების არჩევანი ვეცადეთ მაქსიმალურად გარემოს დათბობაზე და სწორ ინტეგრაციაზე დაგვეფუძნებინა.