KA
Mziuri Bridge

The concept of the bridge  - a simple junktion between two banks, is not quite alien to the nature. Before human interaction, nature of its own has formed bridge like shapes by large logs or stones collapsed from rocky slopes. When people began to build bridges, in addition to functionality, they cared about the design, as well, that has undergone great evolution over the years. A bridge links spaces of various functions, moods and themes. As you walk up the path, you start observing the environment in a completely different, unusual way. We believe that besides its main purpose, a bridge creates emotion, which in many cases is caused by its extraordinary form, construction, material, scale.

Crossing a bridge is a space travel – the impression is intensified by the intention of the designer, the trajectory outlined by the author and emphases on the details. At first glance all of these elements create a simple crossing from one place to another. There is a need for such a connection in a given project area. This is not only the path between Mziuri Park and Khiliani Street, but the short walkway between Vake and Saburtalo districts. We aimed to create a light-weight, plastic architectural element. The disaster that happened in this project area on 13th of June, 2015, has become an indelible part of the history of our country. With our project we wanted to create not only a functional bridge but a symbol, as well; for this we used the curved shape of the zoo cages, as a construction concept and transformed it into a main pillar. Our goal was to design a conceptual, nostalgic, memorable and characteristic element. We aimed to evoke a sense of unified, cohesive, dynamic structure, for which it was essential to merge all the constituent elements with one common color. In order to emphasize the contrast with the environment and importance of the function of the bridge, we decided to use pastel red on the construction, as well as on the covering and railings. Through this approach we created a connection that gives you the feeling that it is the line drawn in one breath, hanging in the air.

To avoid visual overloading of leading structure of the bridge with additional elements, we decided to arrange glass railings, as its red color fades from the ground to the sky and then disappears. At night its linear illumination gives the bridge an interesting effect and makes crossing even more emotional.

მრავალი საუკუნის წინ ბუნება თავად ქმნიდა ხიდებს მდინარის გადასალახად. ხის მორით ან კლდოვანი ფერდიდან ქვის ჩამოშლით ფორმირდებოდა მარტივი კავშირი ორ ნაპირს შორის. წლების შემდგომ, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს ხიდების შენება, გარდა ფუნქციურობისა, ყურადღება ექცეოდა ვიზუალურ მხარესაც, რამაც დროთა განმავლობაში დიდი ევოლუცია განიცადა. ხიდი სხვადასხვა ფუნქციის, განწყობის, თემატიკის მატარებელი სივრცეების მაკავშირებელია. ბილიკზე ასვლისას იწყებ გარემოზე დაკვირვებას სრულიად განსხვავებული, შენთვის უჩვეული კუთხით. ვფიქრობთ, ხიდი გარდა თავისი ძირითადი დანიშნულებისა, ქმნის ემოციას, რაც ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია მისი არასტანდარტული ფორმით, კონსტრუქციით, მასალით, მასშტაბით. ხიდზე გადასვლა სივრცეებში მოგზაურობაა - შთაბეჭდილება, რომელსაც ამძაფრებს დამპროექტებლის ჩანაფიქრი, მის მიერ მოხაზული ტრაექტორია, აქცენტები დეტალებზე. ყველა ეს ელემენტი სიმბიოზში ქმნის, ერთი შეხედვით, მარტივ გადასვლას ერთი ადგილიდან მეორეზე. მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე ნამდვილად არის მსგავსი კავშირის საჭიროება. ეს არა მხოლოდ მზიურისა და ხილიანის ქუჩის, არამედ ვაკისა და საბურთალოს უბნების მოკლე საფეხმავლო მაკავშირებელია. ჩვენი მიზანი იყო მსუბუქი და პლასტიკური არქიტექტურული ელემენტის შექმნა.

მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე 2015 წლის 13 ივნისს განვითარებული მოვლენები ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარუშლელი ნაწილი გახდა. ჩვენი პროექტით გვსურდა არა მხოლოდ ფუნქციური ხიდის, არამედ სიმბოლოს შექმნაც, რომლის კონსტრუქციის კონცეფციად ავიღეთ ზოოპარკის გალიების მრუდი ფორმა, რომელიც გარდავქმენით მთავარ საყრდენად. გვსურდა იდეური, ნოსტალგიური, მეხსიერებითი და სახასიათო მნიშვნელობის ელემენტის შექმნა. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა განცდა ერთიანი, შეკრული, პლასტიკური, მოცულობისა, რისთვისაც აუცილებლი იყო ყველა შემადგენელი დეტალის ერთი საერთო ფერის ქვეშ გაერთიანება. გარემოსთან კონტრასტისა და ხიდის ფუნქციის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ პასტელური წითელი ფერის გამოყენება, როგორც კონსტრუქციაზე, ასევე საფარსა და მოაჯირზე. ამ მიდგომით, ვფიქრობთ, შევქმენით კავშირი, რომლის საავტომობილო გზიდან დანახვისას გიჩნდება განცდა, თითქოს, ჰაერში გამოკიდებული, ერთი ამოსუნთქვით გავლებული ხაზია.

იმისათვის, რომ ვიზუალურად არ გადაგვეტვირთა ხიდის წამყვანი კონსტრუქცია დამატებითი ელემენტებით, გადავწყვიტეთ შუშის მოაჯირის მოწყობა, რომლის მოწითალო ფერი მიწიდან ცისკენ უფერულდება და ქრება. ღამით, მისი ხაზობრივი ნათება საინტერესო ეფექტს უქმნის მთლიანობაში ხიდს და კიდევ უფრო ემოციურს ხდის გადასვლის პროცესს.


Customer Municipal Development Fund of Georgia
Our service Architecture
Year 2019
Location Mziuri Park / Tbilisi / Georgia
Project status In progress
Project team Nini Tchanturia / Luka Chaganava / Vakhtang Tskhovrebashvili / Amiran Shariphashvili / Nikoloz Jabadari / Vakhtang Tskhovrebashvili
Render by Paralel
01 02
Customer Municipal Development Fund of Georgia
Our service Architecture
Year 2019
Location Mziuri Park / Tbilisi / Georgia
Project status In progress
Project team Nini Tchanturia / Luka Chaganava / Vakhtang Tskhovrebashvili / Amiran Shariphashvili / Nikoloz Jabadari / Vakhtang Tskhovrebashvili
Render by Paralel