On the path of human evolution, it became necessary to create a unit of value (money), that has undergone significant changes over the years. Nowadays for managing and regulating the credit system, there is the National Bank, which is the driving force for the stability and development of the state. In the modern world precisely, money is a unit of value, whereas in the free world value is changing constantly – in terms of time, environment, priorities, development. This interpretation became the basis of the concept of our project proposal. Then we specified this general idea and made it the part of the architecture.
We believe that the architectural volume, united under a solid idea, time, changes, generations. Many buildings throughout the world and Georgia, as well, testify to this fact. Precisely, the variability of values has become a kind of inspiration for us. Based on this idea, on the main facade we created circular moving columns, which rotate several times a day and change it visually. Also, worth noting: two moving bridges connecting the adjacent block. The change on the facade is unpredictable which is effective and quite emotional, given the scale. Considering the existing landscape and environment, we decided to make the horizontal composition and extend the volume to the red lines, as widely, as it was possible.
The project building consists of three blocks, connected with each other. In the middle of them, there is a cozy courtyard, in the center of which there should be a museum and a training center. We aimed to build the construction that would relate to the environment in a harmonious way. For this, we placed two “legs” of the building close to the rocky slope, as if the whole geometric volume is the part of it. This feeling is reinforced by the verdant roof, that is the extension of the existing ecosystem. The building is fully faced with roughly treated basalt slab. The inner side is open to the yard as much as possible. Thus, we get an interesting contrast of the brutal facade and minimalist glass, that is well visible from the main road. There are used three bridges, including two moving ones, in order to simplify the connection between the blocks. They play an important role in facade.
We used some distinctive details to emphasize the main accents of the building. The most important of them are the rotating circular pillars. They represent an architectural expression of the overall concept of the building. The painting of the central pillar replicates a detail of the logo of the National Bank of Georgia. Besides, it is symbolic that the binders of massive stone details are of the color of first so called “Kolkhuri Tetri”.
ადამიანის ევოლუციის გზაზე საჭირო გახდა ღირებულების საზომი ერთეულის (ფულის) შექმნა, რამაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. დღესდღეობით საკრედიტო სისტემის მართვისა და რეგულირების მიზნით ჩამოყალიბებულია ეროვნული ბანკი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარების მამოძრავებელ მექანიზმს. თანამედროვე სამყაროში სწორედ ფულია ღირებულების საზომი ერთეული, თავისუფალ სამყაროში კი ღირებულება მუდმივად ცვალებადია - დროის, გარემოების, პრიორიტეტების, განვითარების შესაბამისად. ზემოთ მოყვანილი განმარტება დავუდეთ საფუძვლად ჩვენი საპროექტო წინადადების კონცეფციას. შემდგომ, ეს ზოგადი მოსაზრება დავაკონკრეტეთ და არქიტექტურის ნაწილი გავხადეთ. ვფიქრობთ, მყარი იდეის ქვეშ გაერთიანებულ არქიტექტურულ მოცულობას შეუძლია, გაუძლოს დროს, ცვლილებებს, თაოებებს. ამ ფაქტს მსოფლიოსა და საქართველოშიც არაერთი შენობა მოწმობს. სწორედ, ღირებულებების ცვალებადობა იქცა ერთგვარ შთაგონებად. ამ იდეით, მთავარ ფასადზე შევქმენით წრიული მოძრავი სვეტები, რომლებიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ბრუნვით უცვლის მას იერსახეს. ასევე აღსანიშნავია მომიჯნავე ბლოკთან დამაკავშირებელი ორი მოძრავი ხიდი. მათ მიერ გამოწვეული ფასადის ცვლილება არაპროგნოზირებადია, რაც მასშტაბურობის გათვალისწინებით, ეფექტური და საკმაოდ ემოციურია. არსებული ლანდშაფტისა და გარემოს გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით ვერტიკალურ განაშენიანებაზე, გაგვეკეთებინა ჰრიზონტალური კომპოზიცია და მოცულობა მაქსიმალურად გაგვეშალა წითელ ხაზებამდე.
საპროექტო მოცულობა სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკისგან შედგება. შუაშია მოქცეული შიდა მყუდრო ეზო, რომლის ცენტრშიც სამომავლოდ საპროექტო სამუზეუმო სივრცე და სასწავლო ცენტრი უნდა განთავსდეს. ჩვენი მიზანი იყო ისეთი მოცულობის შექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა გარემოსთან და ქალაქის სხვადასხვა ხედიდან ჰარმონიულად ჩაეწერებოდა საერთო ფერდში. ამისთვის, შენობის ორი „ფეხი“ მაქსიმალურად მივწიეთ კლდოვან ფერდთან, თითქოს, მთლიანი გეომეტრიული მოცულობა მისი ნაწილია. ამ განცდას ამყარებს გამწვანებული სახურავი, რომელიც არსებული ეკოსისტემის გაგრძელებას წარმოადგენს. შენობა მთლიანად მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ფილებით. შიდა მხარე კი მაქსიმალურად გახსნილია ეზოსკენ. იქმნება საინტერესო კონტრასტი ბრუტალური ფასადისა და მინიმალისტური შუშის გადაბმით, რაც მთავარი გზიდან კარგად შესამჩნევია. ბლოკებს შორის კავშირის გასამარტივებლად გამოყენებულია 3 ხიდი, მათ შორის 2 - მოძრავი. ისინი ფასადის მნიშვნელოვანი შემკვრელი დეტალის როლს ასრულებენ.
შენობის მთავარ აქცენტებზე ხაზგასასმელად გამოყენებულია რამდენიმე სახასიათო დეტალი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფასადის მოძრავი წრიული სვეტებია. ისინი შენობის საერთო კონცეფციის არქიტექტურული გამოხატულებაა. დეტალი წარმოდგენილია ქვის დაგრანული სვეტის გარშემო მოძრავი ქვისავე ნახევარწრით. ცენტრალური სვეტის ქვის ნახატი გეგმაში საქართველოს ეროვნული ბანკის ლოგოს დეტალს იმეორებს. სიმბოლურია ასევე მასიური ქვის დეტალების მაკავშირებლები, რომლებიც პირველი კოლხური თეთრის ფერია.