The two-storey space that is built above the old house, is located next to Tbilisi State Conservatoire. Prior to renovation works, the common area of the house, where we get through the staircase, was divided into various functional spaces. Such planning didn’t fit the customer’s daily life. Accordingly, we decided to create the space where all the elements would meet the requirements of the property owner. We dismantled all the partitions, unpacked the ceiling and walls of outer perimeter and united into a single space, that brought a new life to the apartment.
There are some details that create distinctive mood for the particular space. For instance, an existing two-sided fireplace, separating the kitchen and the living room, metal and wooden windows, with wooden shutters and natural light coming from the second floor. The location of the apartment allowed us to use an impressive exterior in the interior. Each item tells its story in the house, connecting the resident with the interior, making the home even more cozy and comfortable. That was our intention to use less modern furniture, lighting, but fill the space with simple, old furniture that is related to some precious memories for the owner of the house. On the second floor there is a small workroom and another sitting area on the terrace which overlooks Old Tbilisi and the Funicular.
ძველ სახლზე დაშენებული ორ სართულზე განაწილებული სივრცე მდებარეობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გვერდით. სამუშაოების დაწყებამდე, სახლის საერთო სივრცე, სადაც მთავარი შემოსასვლელიდან კიბით ვხვდებით, დაყოფილი იყო სტანდარტულად სხვადასხვა ფუნქციურ სათავსებად. ფართის ამგვარი დაგეგმარება არ იყო დამკვეთის ყოველდღიურ ცხოვრებას მორგებული. შესაბამისად, დავისახეთ მიზანი, შეგვექმნა სივრცე, რომელშიც მაცხოვრებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ელემენტი იქნებოდა იმდენად ფუნქციური, რამდენადაც ეს მესაკუთრისთვის იქნებოდა საჭირო. დავშალეთ ყველა ტიხარი, მოვხსენით ჭერისა და გარე პერიმეტრის კედლების შეფუთვა და გავაერთიანეთ ერთ მთლიან სივრცედ, რამაც ბინას ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ობიექტი გამორჩეული და საინტერესოა იმით, რომ შეუძლებელი იყო დასრულებული პროექტის წინასწარ მომზადება. ინტერიერზე ფიქრის პარალელურად, მიმდინარეობდა სადემონტაჟო სამუშაოები, რომლის შედეგებიც გვაძლევდა ბიძგს შემდეგი ნაბიჯებისკენ.
სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამოჩნდა ბევრი საინტერესო ელემენტი, რომლებიც შევინარჩუნეთ და საბოლოო ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილად ვაქციეთ. ასეთებია: ლითონის ჭერი, ხის არსებული კოჭები, პერიმეტრის აგურის კედლები, გავასუფთავეთ და მივეცით დასრულებული სახე. შეიქმნა შთამბეჭდავი ფონი ინტერიერის სხვა ელემენტებით მოწყობისათვის. აღსანიშნავია რამდენიმე დეტალი, რომლებიც სახასიათო განწყობას უქმნის კონკრეტულ სივრცეს. მაგალითად, არსებული ორმხრივი ბუხარი, მორკალური აგურის კედელზე სამზარეულოსა და მისაღები სივრცეების გამყოფად, ლითონისა და ხის ფანჯრები, ხისავე დარაბებით და მეორე სართულიდან ჩამომავალი ბუნებრივი განათება. ბინის ადგილმდებარეობამ ხელი შეგვიწყო, შთამბეჭდავი ექსტერიერი ინტერიერში გამოგვეყენებინა.
თითოეული ნივთი სახლში თავის ისტორიას გვიამბობს, რაც უფრო მეტად აკავშირებს აქ მცხოვრებ ადამიანს ინტერიერთან, კიდევ უფრო მყუდროსა და კომფორტულს ქმნის საცხოვრისს. სწორედ, ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრიც, ნაკლებად გამოგვეყენებინა აქცენტირებული, თანამედროვე სტილის ავეჯი, განათება და მათ ნაცვლად, სივრცე დაგვეტვირთა სადა, მარტივი და ძველი ავეჯით, რომელიც აქ მაცხოვრებლისთვის გარკვეულ მოგონებებთანაა დაკავშირებული. მეორე სართულზე განთავსდა მცირე სამუშაო ოთახი და ვერანდაზე გამავალი კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც იშლება ხედი ძველ თბილისსა და ფუნიკულიორზე.