Kutaisi barracks were built in 1860 to accommodate Russian and Georgian military battalions, mainly cavalry. The building functioned until the end of the 20th century, right until the collapse of the Soviet Union. The building is one of Kutaisi's important architectural works - its facade sparks admiration even after 163 years and plays a big role in shaping the city's character. However, although the building always attracts the attention of sightseers, it is now abandoned. Against the backdrop of unsanitary conditions, the barracks were covered by wild plants, which largely determined their current appearance.
Therefore, while working on the project, it became important for our team to harmoniously combine the architectural past and present of the building and transform the project area into a multifunctional public space with ethical intervention. According to the project, along with the revitalization of the barracks, an additional building and a lookout tower will be built on the territory of the yard, on which guests will have a panoramic view of Kutaisi. The multifunctional public space will house a hotel, cafe-bars, showrooms, library, exhibition space, and offices of companies working in the art fields.
The project was created by combining elements of local and modern architecture, so the original look of the barracks was preserved by renewing the facade of the building. The new modules of the project will be built with materials that are organic to the nature of Imereti - natural stone, wood, and glass.
World experience has shown that similar types of spaces are an architectural element contributing to the formation and spread of urban culture and strengthening neighborhood relations. We hope that the repurposed Kutaisi Barracks will fulfill this function for the city, become a center of tourist attraction, and start a dialogue between people with different viewpoints.
ქუთაისის ყაზარმების შენობა 1860 წელს აშენდა, რუსული და ქართული სამხედრო ბატალიონების, ძირითადად, კავალერიის, განთავსების მიზნით. შენობა მეოცე საუკუნის ბოლომდე, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ფუნქციონირებდა საკუთარი დანიშნულებით. ყაზარმების შენობა ქუთაისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარია - მისი ფასადი აშენებიდან 163 წლის შემდეგაც კი აღტაცებას იწვევს დამთვალიერებელში და ქალაქის ხასიათის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შენობა მნახველების ყურადღებას მუდამ იქცევს, ის დღესდღეობით მიტოვებულია. აქ დაბუდებული ანტისანიტარიის ფონზე, ყაზარმის შენობა მცენარეულმა საფარმა მოიცვა და მისი ამჟამინდელი იერსახეც დიდწილად განსაზღვრა.
აქედან გამომდინარე, პროექტზე მუშაობისას ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახდა შენობის არქიტექტურული წარსულისა და აწმყოს ჰარმონიული შერწყმა და ეთიკური ინტერვენციით საპროექტო ტერიტორიის მულტიფუნქციურ საჯარო სივრცედ გარდაქმნა. პროექტის მიხედვით, ყაზარმების შენობის რევიტალიზაციასთან ერთად, ეზოს ტერიტორიაზე აშენდება დამატებითი შენობა და გადმოსახედი, “საგუშაგო” კოშკი, რომელზე ასულ სტუმრებსაც თვალწინ ქუთაისის პანორამული ხედი გადაეშლებათ. მულტიფუნქციურ საჯარო სივრცეში განთავსდება სასტუმრო, კაფე-ბარები, შოურუმები, მედიათეკა, საგამოფენო სივრცე და ხელოვნების სფეროში მოღვაწე კომპანიების ოფისები.
პროექტი ადგილობრივი და თანამედროვე არქიტექტურის ელემენტების გაერთიანებით შეიქმნა, ამიტომ შენობის ფასადის განახლებით შენარჩუნდა ყაზარმების პირველადი სახე. პროექტის ახალი მოდულები კი იმ მასალებით აშენდება, რომლებიც ორგანულია იმერეთის ბუნებისათვის - ბუნებრივი ქვით, ხითა და მინით.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის სივრცეები ურბანული კულტურის ჩამოყალიბებისა და გავრცელების, საუბნო ურთიერთობების გაძლიერების ხელშემწყობი არქიტექტურული ელემენტია. ჩვენი გუნდი იმედოვნებს, რომ ფუნქციაშეცვლილი ქუთაისის ყაზარმების პროექტი ქალაქისთვის სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს, გახდება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი და სათავეს დაუდებს სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებს შორის დიალოგის წარმართვას.