Our goal was to make the architectural appearance of the building relevant to its function – modern, innovative, memorable. We aimed to create the space that would arouse viewer’s interest, expectation, feelings of novelty. All the materials, textures and colors are interconnected and serve the purpose of constructing a key building of common development. Considering the project, we decided to divide the area into two underground and two upper ground floors.
Our aim was to use a large space fully, via horizontal layout and create an internal space that would emphasize the simple and pleasant connection of the zones. For this we arranged an indoor recreation space on the large atrium floor, that makes infrastructure Eco-friendly. Besides, the atrium floors allow the maximum use of natural light. The upper two floors of the building are designed for research block and spaces needed for learning process. On the first floor there are all the scientific blocks, which are connected with a large common verdant space. On the ground floor there will be a main exhibition space, through which you get in the Greek-style Amphitheater on the 1st basement floor. The 180-seat theater contains all the necessary space for guests, as well as the zones connected with indoor corridor, for staff and participants. On the 2nd basement floor there is a conference room for 250 persons. It is noteworthy that the common corridor between the amphitheater and the conference room makes it easy to connect these two spaces.
With the combination of massive and light details there is created the overall look of the building. Curved shapes and circular windows make the construction more distinctive. The introduction of pastel maroon on the facade facilitated the perception of the curved shapes and added contrast to other materials. We chose a light-weight metal grid for finishing the facade layer that creates a specific membrane and holds the volume. The architecture behind it is more transient and interesting for both, natural and artificial lighting. We should note the transition of the maroon to the stainless steel on the composite panel which extends as the ceiling of the ground floor and the packaging of the amphitheater. We glazed the space of the lobby that allowed us to make the exterior as a component of the interior and vice versa. Through this decision we managed to create a spectacular space, that makes even a passer-by to become a part of the architectural look of the building.
ჩვენი მიზანი იყო, შენობის არქიტექტურული იერსახე ყოფილიყო ფუნქციის შესაბამისი - თანამედროვე, ინოვაციური, დასამახსოვრებელი. გვსურდა, მოგვეწყო სივრცე, რომელიც მნახველში გააღვივებდა ინტერესს, მოლოდინს, სიახლის შეგრძნებებს. ყველა გამოყენებული მასალა, ტექსტურა, ფერი, სიმბიოზშია ერთმანეთთან და ემსახურება მიზანს - შეიქმნას საერთო განაშენიანების საკვანძო, წამყვანი ნაგებობა. საპროექტო მოცემულობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ფართები ორ მიწისქვეშა და ორ მიწისზედა სართულზე გაგვენაწილებინა. მიზანი იყო, გამოყოფილი დიდი ფართი მაქსიმალურად აგვეთვისებინა ჰორიზონტალური განაშენიანებით და შეგვექმნა შიდა სივრცე, რითიც ხაზი გაესმებოდა ზონების მარტივ და სასიამოვნო კავშირს. ამისათვის რეკრეაცია შევიტანეთ შენობაში, კერძოდ კი, შენობის ორ ზედა, დიდ ატრიუმიან სართულზე, რაც ხელს უწყობს შენობის ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ატრიუმიანი სართულები ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
შენობის ზედა ორი სართული მთლიანად ეთმობა სამეცნიერო/კვლევით ბლოკსა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სივრცეებს.მიწისზედა პირველ სართულზე განთავსდა ყველა სამეცნიერო ბლოკი, რომლებიც დაკავშირებულია დიდი საერთო გამწვანებული სივრცით. ნულ სართულზე განთავსდება მთავარი საგამოფენო სივრცე რომლის ატრიუმიანი კიბის უჯრედის გავლითაც მოხვდებით -1 სართულზე მდებარე ბერძნული ტიპის ამფითეატრის ზონაში. 180 მაყურებელზე გათვალისწინებული თეატრი მოიცავს ყველა საჭირო სივრცეს სტუმრებისთვის, ამავდროულად, პერსონალისა და მონაწილეთათვის შიდა დერეფნით დაკავშირებულ სათავსოებს. მიწისქვეშა მეორე სართულზე გამოყოფილია 250 კაციანი საკონფერენციო დარბაზი. აღსანიშნავია, ამფითეატრსა და საკონფერენციო დარბაზს შორის არსებული საერთო დერეფანი, რაც საჭიროების შემთხვევაში, ამ ორი სივრცის მარტივად დაკავშირების საშუალებას იძლევა.
ვიზუალურად მასიური და მსუბუქი დეტალების ურთიერთკავშირით იქმნება შენობის საერთო იერსახე. მრუდი ფორმები და ორი სართულის გამაერთიანებელი წრიული ფანჯრები შენობას უფრო მკაფიო ხასიათს სძენს. პასტელური ბორდოსფრის შემოტანამ ფასადზე, ხელი შეუწყო მრუდი ფორმების აღქმას და შეჰმატა კონტრასტულობა სხვა გამოყენებულ მასალებთან მიმართებაში. ფასადის ვიზუალის დამასრულებელ ფენად ლითონის მსუბუქი ბადე ავარჩიეთ, რომელიც ქმნის გარკვეულ გარსს და კრავს მოცულობას. მის მიღმა დანახული არქიტექტურა უფრო გარდამავალი და საინტერესოა, როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ განათებაზე. აღსანიშნავია ფასადის კომპოზიტური პანელის ბორდოსფრიდან უჟანგავ ლითონში გრადაციით გადასვლა, რაც შემდეგ გრძელდება 0 სართულის ჭერისა და ამფითეატრის შეფუთვის სახით. მის მომიჯნავედ დაგეგმარებული მიმღების სივრცე შევმინეთ, რამაც საშუალება მოგვცა, ექსტერიერი ინტერიერის ნაწილად გვექცია და - პირიქით. ჩვენი აზრით, ამგვარი გადაწყვეტით შეიქმნა სანახაობრივი სივრცე, რომელიც გამვლელ ადამიანსაც შენობის ვიზუალის ნაწილად აქცევს.