KA
Vazisubani Residences

While working on the project of Vazisubani Residences, our goal was preventing the chaotic development of the city's urban borders at the expense of Tbilisi's natural landscapes. Creeping urbanization can be stopped with spaces like our project area. By transforming them into neighborhood attraction locations and using the existing infrastructure, it’s possible to create a new residential environment that does not require new roads and engineering communications.

The presented project proposal aims to stir up the currently neglected area in the settlement of Vazisubani, to give it significance. The existing monotonous environment has the potential to acquire dynamics, to humanize this section of the street - thus creating a safe habitat for pedestrians and residents.

The architecture of the project is completely determined by the context, which primarily means the steep terrain and the important traffic corridor of Kvatchantiradze street. Architectural tectonics is due to the alternation of deaf and penetrating planes. With a similar approach, views are oriented only in the direction that has historical, geographical or landscape value - for example, a panoramic view of the so-called Teleti ridge.

ვაზისუბნის რეზიდენციების პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო ქაოსური განაშენიანებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების ხარჯზე ქალაქის ურბანული საზღვრების ზრდის პრევენცია. მცოცავი ურბანიზაციის შეჩერება სწორედ ჩვენი საპროექტო ტერიტორიის მსგავსი სივრცეების საშუალებით ხდება შესაძლებელი. მათი საუბნო მიზიდულობის ლოკაციებად გარდაქმნით და არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით შესაძლებელია ახალი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რასაც ახალი გზები და საინჟინრო კომუნიკაციები არ სჭირდება. 

წარმოდგენილი საპროექტო წინადადება მიზნად ისახავს ვაზისუბნის დასახლებაში არსებული, ამჟამად უყურადღებოდ დატოვებული ტერიტორიის გააქტიურებას, მისთვის სამეზობლო, საუბნო მნიშვნელობის მინიჭებას. არსებულ ერთფეროვან გარემოს აქვს პოტენციალი,  შეიძინოს დინამიკა, მოხდეს ქუჩის ამ მონაკვეთის ჰუმანიზაცია - შესაბამისად მისი ფეხითმოსიარულეთათვის, მაცხოვრებლებისათვის უსაფრთხო გარემოს ფორმირება.

პროექტის არქიტექტურა მთლიანად განსაზღვრულია კონტექსტით, რომელშიც პირველ რიგში იგულისხმება ციცაბო რელიეფი, კვაჭანტირაძის ქუჩის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი. არქიტექტურული ტექტონიკა განპირობებულია ყრუ და გამჭოლი სიბრტყეების მონაცვლეობით. მსგავსი მიდგომით ხედების ორიენტირება ხდება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელსაც ისტორიული, გეოგრაფიული ან ლანდშაფტური ფასეულობა გააჩნია - მაგალითად პანორამული ხედი ე.წ. თელეთის ქედზე.

Our service Architecture
Year 2022
Location Tbilisi
Project status In progress
Project team Luka Chaganava / Vakhtang Tskhovrebashvili / Ucha Zghudadze
Render by Paralel Studio
01 02
Our service Architecture
Year 2022
Location Tbilisi
Project status In progress
Project team Luka Chaganava / Vakhtang Tskhovrebashvili / Ucha Zghudadze
Render by Paralel Studio