A park is an absolute necessity for the healthy social functioning of every city. In addition to the fact that a properly planned park adds a certain aesthetic to the city's infrastructure, it is an important space for socialization of the population.
Kutaisi Youth Park has been playing the role of one of the iconic green spaces during soviet time - sports fields, open-air cinemas, cafes, children's attractions and playgrounds were located here. Nevertheless, the current state of the park is not so attractive, since a large part of the infrastructure is broken and amortized and needs immediate rehabilitation.
Because of the characteristics of the place, an essential part of the project is based on the conditions of the research and technical tasks, on which the architectural and conceptual situation of the project is based. The gradual process of rehabilitation of the park includes the functional and zonal division of the territory, the classification, dismantling and replacement of amortized and renewable objects, the replacement of the path system and structure, and the integration of bicycle paths. The territory of Kutaisi Youth Park is divided into 9 functional parts - in each space has different infrastructure and architectural elements. The zoning plan serves the rational distribution of the territory's resources, which allows visitors of different ages and interests to feel comfortable in the park and engage in various activities.
According to NS Studio's project, active and passive recreational spaces will be arranged instead of the Soviet-era attractions in the park. The project area will include new objects, such as an Olympic-type climbing wall with a viewing platform, an amphitheater, a fountain and a water mirror, around which a picnic recreation area with a green meadow will be arranged. Also, a children's zone will be organized in the park, which will be divided into spaces for different age groups with appropriate entertainment and educational equipment. Along with this, a specially designated zone for animals will be organized in the park. The project includes building Sports fields with tribunes and technical storages - there will be a new football, basketball, tennis and a mixed field, which will be arranged for volleyball and football on a sand. An open pavilion will also be located in the park, the presence of which will be a contributing factor to Kutaisi's artistic scene. One of the important details of the project is the media library, which will be built according to the principles of rammed earth architecture and will create a precedent of this direction in Kutaisi.
პარკი ყოველი ქალაქის ფუნქციური და სოციალური გამართულობისთვის აუცილებელი ჯაჭვია. გარდა იმისა, რომ სწორად დაგეგმარებული პარკი ქალაქის ინფრასტრუქტურას მიმზიდველობას მატებს, ის მოსახლეობის ჯანსაღი სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა.
ქუთაისის ახალგაზრდობის პარკი საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი საკულტო მწვანე სივრცის როლს ასრულებდა - აქ განთავსებული იყო სპორტული მოედნები, ღია კინო-თეატრები, კაფეები, საბავშვო ატრაქციონები და სათამაშო მოედნები. მიუხედავად ამისა, პარკის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მოშლილი და ამორტიზირებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
ადგილის მახასიათებლებიდან გამომდინარე, პროექტში მნიშვნელოვანი ნაწილი კვლევისა და ტექნიკური დავალების პირობებს ეყრდნობა, საიდანაც გამომდინარეობს პროექტის არქიტექტურული და კონცეპტუალური მოცემულობა.
პარკის რეაბილიტაციის ეტაპობრივი პროცესი მოიცავს ტერიტორიის ფუნქციურ და ზონალურ დაყოფას, ამორტიზირებული და განსაახლებელი ობიექტების კლასიფიკაციას, დემონტაჟს და ჩანაცვლებას, ბილიკების სისტემისა და სტრუქტურის განახლებას, ველობილიკების ინტეგრირებას. პარკის ზონალური გადანაწილებიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით ტერიტორია 9 ფუნქციურ ნაწილად იყოფა - თითოეულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტურუქტურული და არქიტექტუტული ელემენტია განთავსებული. ზონირების გეგმა ტერიტორიის რესურსის რაციონალურ გადანაწილებას ემსახურება, რაც სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე ვიზიტორს საშუალებას აძლევს თავი პარკში კომფორტულად იგრძნოს და ინტერესის შესაბამისი აქტივობით დაკავდეს.
NS Studio-ს პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა დროინდელი ატრაქციონების ნაცვლად მოეწყობა აქტიური და პასიური დასვენების სივრცეები. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსდება ისეთი ობიექტები, როგორიცაა ოლიმპიური ტიპის საცოცი კედელი გადმოსახედი პლატფორმით, ამფითეატრი, შადრევანი და წყლის სარკე, რომლის გარშემოც მოეწყობა საპიკნიკე სარეკრეაციო ზონა გამწვანებული მოლით. ასევე, ახალგაზრდობის პარკში მოეწყობა ბავშვების ზონა, რომელიც დაიყოფა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილ სივრცეებად შესაბამისი გასართობი და შემეცნებითი სახის ინვევნტარით, ატრაქციონებით, საცოცი კედლებით, სასრიალოებით და სხვა. ამასთან ერთად, პარკში მოეწყობა ცხოველებისთვის განკუთვნილი, სპეციალურად გამოყოფილი ზონა, სადაც შესაძლებელი იქნება წვრთნა შესაბამის დაბრკოლებებზე. პარკში აშენდება სპორტული მოედნები ტრუბუნებითა და ტექნიკური სათავსოებით, რომლებიც მოემსახურება კომპლექსში არსებულ 4 მოედანს: საფეხბურთო, საკალათბურთო, საჩოგბურთო და შერეული ტიპის მოედანს, რომელიც ფრენბურთისა და ფეხბურთისთვის მოეწყობა ქვიშის საფარზე. პარკში ასევე განთავსდება ღია პავილიონი, რომლის არსებობა ქუთაისის სახელოვნებო სცენისთვის ხელშემყობი ფაქტორი იქნება. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მედიათეკა, რომელიც ტკეპნილი მიწის არქიტექტურის პრინციპებით აშენდება და ქუთაისში ამ მიმართულების პრეცენდენტს შექმნის.