The historical part of Tbilisi is full of various architectural heritage buildings, the majority of which is on the edge of disappearance, vanishing, and transforming into dust. The challenge of modern architecture in the historic part of the city is implementing and coexisting with vernacular architecture, standing out its beauty and value while not overshadowing it.
The project is located in the heart of Tbilisi, underneath Mtatsminda mountain, not interfearing the authentic historic skyline of Tbilisi. While working on the project, our goal was to preserve the historic 19th-century residence, with its pseudo-Renaissance facade and balcony with unique ornaments, a striking example of unparalleled craftsmanship. The new part of the building is presented in the form of a 5-story volume, which completely faces Chonkadze Street and is covered with a vertical wooden facade system. Along with this, a one-story, asymmetric module was added to the existing building, which was created with identical wood cladding material.
თბილისის ისტორიულ ნაწილში მრავლად გვხვდება სხვადასხვა პერიოდისა და სტილისტიკის ისტორიული ნაგებობები, რომელთა უმრავლესობა განადგურების პირასაა. თანამედროვე არქიტექტურის გამოწვევაა ქალაქის ისტორიული გარემოს შენარჩუნება, დაცვა და სწორი კონტექსტის მასზე მორგება, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს არსებული გარემოს ღირებულებასა და სილამაზეს.
საპროექტო შენობა მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, მთაწმინდაზე. პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო მე-19 საუკუნის ისტორიული საცხოვრებელი სახლის შენარჩუნება, მისი ფსევდორენესანსული ფასადითა და ორნამენტირებული აივნით, რომელიც შეუდარებელი ოსტატობის თვალსაჩინო მაგალითია. შენობის ახალი ნაწილი წარმოდგენილია 5- სართულიანი მოცულობის სახით, რომელიც სრულად ჭონქაძის ქუჩას უყურებს და მოპირკეთებულია ხის ვერტიკალური საფასადე სისტემით. ამასთან ერთად, არსებულ შენობას დაემატა ერთსართულიანი, ასიმეტრიული მოდული, რომელიც იდენტური ხის მოსაპირკეთებელი მასალით შეიქმნა.